1. პროექტის სახელი: ,,ეკოლოგიური კვალი“
2. პროექტის მოკლე აღწერა: საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა.
3. პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ჯგუფებად. თვითეულ ჯგუფს ეძლევა დავალება მოიპოვოს ინფორმაცია თავისი საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიური პრობლემების, ტრანსპორტის, საწარმოო ნარჩენების, ნაგავსაყრელისა და სხვ. შესახებ. მოაგროვონ ფოტომასალა, შექმნან შესაბამისი გრაფიკი ან ნახატი. შეუძლიათ გააკეთონ კოლაჟი, გააანალიზონ მოძიებული ინფორმაცია, ჩამოაყალიბონ დასკვნები.
თვითეულმა ჯგუფმა წერილობით წარმოადგინოს საკუთრი პოზიცია ეკოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გამოყოს ჯგუფის აზრით, ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და დასახოს ამ პრობლემის გადაჭრის გზები.
4. მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 1თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, კვლევა–ძიება, სლაიდშოუს შექმნა, პრეზენტაცია.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:მოსწავლეები მიიღებენ ჯგუფური მუშაობის გამოცდილებას, გამოუმუშავდებათ მსჯელობისა და ანალიზის უნარი. გაუფრთხილდებიან და დაიცავენ გარემოს.შექმნიან პლაკატს და გამოაკრავენ თვალსაჩინო ადგილზე(სკოლის დერეფანში).
8.სარგებელი სხვებისთვის: მიიღებენ საჭირო ინფორმაციას ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და მონაწილეობას მიიღებენ გარემოს გამწვანებაში.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, გეოგრაფია,ხელოვნება.
11. http://liagugulashvili.blogspot.com/